მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, M1 Abrams ტიპის ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები LAV, ასევე მსუბუქი და მხარდამჭერი ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და სარკინიგზო გზით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაემართა.