საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა თბილისში, თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის მონაწილეებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.
ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისში დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო.
კრწანისის II შესახვევში, 6 200 კვ.მ.-ზე, ამორტიზებული გზის შეკეთება მიმდინარეობს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, სს "საქართველოს რკინიგზა" 28 აპრილიდან 03 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში, დამატებით ნიშნავს ჩქარ ელექტრომატარებელს თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები გრძელდება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More