სააკაშვილი: ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე
ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხელ სააკაშვილა სანდრა რულოვსის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.