|
2025-12-24 10:52:44, 2380 ნახვა
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
2023 წლის 20 თებერვალს დიდი ოდენობით საზხელმწიფო ქონების მიტაცებაში დადანაშაულებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დასტაბილურებას. "ექსპრესნიუსის" არქივი ინახავს ირაკლი რარიბაშვილის მიერ 2023 წლის 20 თებერვლის განცხადებას. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სურსათის ფასების დასარეგულირებლად იმპორტიორებისთვის ფასები და მარჟები, ხოლო რითეილისთვის განსაზღვრული წესები დადგინდებოდა. საქართველოში საცალო ვაჭრობის დარგის წესები ევროპაში აპრობირებული არ არის, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ღარიბაშვილის დავალებით საცალო ვაჭრობის წესების დასარეგულირებლად სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტი უნდა მოემზადებინა. "სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის ამგვარი - იმპორტიორების ფასნამატი არის ზოგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილი, ეს მიუღებელია და საკითხი უნდა დარეგულირდეს. აქედან 70-80% მათი [იმპორტიორების] მოგება არ არის, არამედ დამოკიდებულია დიდი ქსელების, რითეილების წესებთან. ეს წესები არ არის ევროპაში აპრობირებული, მთელს დასავლურ სამყაროში დარეგულირებულია, ამიტომ, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება დირექტივას, რომელიც ეხება კანონს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ" - ამბობდა ღარიბაშვილი. მისი თქმით, ევროპული პრაქტიკის გადმოტანით სამართლიანი წესები დადგინდება და იმპორტიორებს განსაზღვრული მარჟები, ხოლო საცალო ვაჭრობის დარგს განსაზღვრული წესები ექნება. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტი, ვინაიდან ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება. გასული თვის ინფლაცია იყო 9,4%, აქედან 6,1% არის სურსათის ფასები, როგორც კი დარეგულირდება ფასების საკითხები, ინფლაცია ჩამოვა იმ ნიშნულზე, როგორც გვაქვს განსაზღვრული - დაახლოებით 5% ამ წლის განმავლობაში. და საბოლოოდ, ეს სიკეთე აისახება მოსახლეობის ჯიბეზე". ღარიბაშვილი ამბობდა იმასაც, რომ სურსათის ფასების შესახებ კანონპროექტმა არ უნდა გააჩინოს განცდა, რომ მთავრობა ეკონომიკის საქმიანობაში უხეშად ერევა. მისი თქმით, როგორც წამლების ფასების რეგულირება - რეფერენტული ფასების დაწესება, სურსათის ფასების შეზღუდვაც ევროპული პრაქტიკაა. ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა 7 ძირითადი პროდუქტის (ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, კარაქი) ბაზარი. შედეგი იყო შემდეგი სააგენტომ დაასკვნა, რომ იმპორტის დონეზე ფასნამატები მართლაც მაღალი იყო, თუმცა კარტელური გარიგება ან კანონდარღვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. სააგენტომ მხოლოდ რეკომენდაციებით მიმართა ბიზნესს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, მსხვილი რითეილერების ნაწილმა დააანონსეს ფასების შემცირება გარკვეულ პროდუქტებზე. შედეგად ეს იყო მოკლევადიანი აქცია. ასევე, მოკლევადიან პერიოდში დიდ ქსელებში დროებითი, მასშტაბური ფასდაკლებები იყო არაერთ პროდუქტზე. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებში ფასების შედარებამ აჩვენა, რომ საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. კობახიძის განმარტებით, ფასებს შორის ასეთი სხვაობა გამოწვეულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7%-დან 14%-მდე მერყეობს, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2%-ია. მისივე თქმით, აღნიშნული განსხვავება მით უფრო თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები — მათ შორის ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება და კომუნალური გადასახადები — გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. „კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. ამასთან, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს“, – განაცხადა მან. მისივე განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რათა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება გახდეს შესაძლებელი. „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სიღრმისეულად შეისწავლონ ბაზარზე არსებული პრაქტიკა და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე პარლამენტს მიმართა თხოვნით, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს.
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ფილფანი - შემთხვევით, მათი კორუფციის ბრალი ხომ არაა ის, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველწლიურად იმატებს
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა
კახა კალაძე: რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)