02:04 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 23:48:47, 348 ნახვა

ციტატები
კობახიძე - არაბიზაცია არის ტყუილი

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პირველ არხთან ინტერვიუში „იგლ ჰილსის"ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან ინვესტიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავ-ბნელი ძალების კამპანიას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.

„გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა საშუალოდ 9,8% ეკონომიკური ზრდა, წელსაც 7,5%-ით დავასრულებთ წელს. გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონშ. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებული არიან არაკეთლმოსურნეები და როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იგივეს „იგლ ჰილსის" ინვესტიციაზე. ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში. ერთი დეტალი კარგად აჩვენებს კოორდინაციას - კამპანია აწყებინეს „ლელოს" და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან. თუ დააკვირდებით ბოლო 1-2 კვირას, „ლელო" გაწეული ჰყავთ კამპანიიდან. ანუ ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გაწიეს და ეს კამპანია არსებითად გადააბარეს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო", „პატრიოტთა ალიანსი". კონკრეტული შავ-ბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე" კონკრეტული მიზეზიც გითხარით. ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს იმ პროცესებიდან, რაც ვითარდება. ანუ „ლელოს" დააწყებინეს, მერე გაწიეს „ლელო", გადააბარეს „ალტ ინფოს" და „პატრიოტთა ალიანსს", იქ ჰყავთ კიდევ ჩართული უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, რეალურად ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ ნაკლი არ აქვს. არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. 11 მილიარდი მარტო ერთი პროექტიდან. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება, ყველაფერზე გავაკეთეთ განმატებები. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები. არის უპრეცედენტო ინვესტიცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. ამ პირობებში „ალტ ინფო", „ლელო", ნაცები და ეს შავ-ბნელი ძალები აწარმოებენ კამპანიას ამ ინვესტიციის წინააღმდეგ, ამასაც საზოგადოება ბუნებრივია, სათანადოდ შეაფასებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაბიზაცია არის ტყუილი
კობახიძე - ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან
კობახიძის მტკიცებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტუალური აღარაა
აშშ-მ დიდ ბრიტანეთთან 41.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიური შეთანხმება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი