03:24 - 29 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-28 22:35:59, 2409 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები

წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები, - ამის შესახებ, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროპაგანდისტულ "იმედზე" ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც მთავრობამ  საზოგადოებას წარუდგინა.

„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები. წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე და ამაზე აქტიური ზრუნვა გრძელდება. ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და პირველ რიგში, გამოვყოფდი განათლების რეფორმას. ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ კუთხით 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრი მიმართულებით შევძელით არასწორი პრაქტიკების გაუქმება, წარსულს მივეცით არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკის სფეროს, რკინიგზას და ა.შ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ მეტად ეფექტიანად ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, ", - განაცხადა კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის დახურული ნაწილი ვახშმის დროს მიმდინარეობს
ზელენსკისთან შეხვედრის წინ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან
კობახიძე - შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები
კობახიზე მაღალ ფასებზე - შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი