03:25 - 20 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 23:49:21, 2017 ნახვა

ეკონომიკა
გადააგორე ზამთარი - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი "თეგეტა მოტორსში"

ზამთარში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დაბალი ტემპერატურა, თოვლი და ყინული გზაზე რისკებს ზრდის, ამიტომ აუცილებელია დროული მომზადება იმისთვის, რომ ავტომობილით გადაადგილება ნებისმიერ ამინდში უსაფრთხო იყოს. მათ შორის, მნიშვნელოვანია აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა. ზამთარი რომ უსაფრთხოდ „გადააგოროთ“, „თეგეტა მოტორსში“ დეკემბრის ბოლომდე აკუმულატორების სრულ ასორტიმენტსა და ანტიფრიზზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსში კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენს ფილიალებში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორის გერმანული ბრენდის Varta-ს აკუმულატორები, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობებს აერთიანებს, როგორებიცაა ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა. მსოფლიოს ლიდერი საავტომობილო კომპანიები სწორედ Varta-ს აკუმულატორებს იყენებენ საკუთარი ავტომობილების წარმოებისას. „თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს სხვა პრემიუმ ბრენდების აკუმულატორები დ მაღალი ხარისხის ანტიფრიზებიც დახვდება, რაც ზამთრის სეზონზე ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ფილიალებში მოსულ მომხმარებელს კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში“.

ზამთრის პერიოდში სწორედ ავტომობილის აკუმულატორი განიცდის განსაკუთრებულ დატვირთვას და მისი სიმძლავრე მნიშვნელოვნად მცირდება. თუ აკუმულატორი უკვე მოძველებული ან დაზიანებულია, ცივ ამინდში შესაძლოა, ძრავა არ დაიქოქოს. დროული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა კი ხელს უშლის უსიამოვნო სიტუაციებს გზაზე, ზოგავს დროსა და ფინანსებს.

ზამთარში ძრავის დაცვაში კრიტიკულ როლს ასრულებს ანტიფრიზიც (გამაგრილებელი სითხე). ის იცავს სისტემას გაყინვისა და კოროზიისგან. რესურსამოწურული ანტიფრიზი კარგავს თვისებებს, რის გამოც ძრავა შეიძლება გადახურდეს ან პირიქით - არ მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. რეგულარული შემოწმება და დროული შეცვლა კი უზრუნველყოფს ძრავის ხანგრძლივ მუშაობას.

„თეგეტა მოტორსის“ გზავნილი - „გადააგორე ზამთარი“ - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრევენციის მნიშვნელობას: დროული შემოწმება და მომზადება ცივ სეზონზე მშვიდი და უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. ამიტომ კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, ზამთარში ავტომობილი სეზონისთვის შესაბამისად აღჭურვონ. „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური შეთავაზებები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ფილიალებში მისული მომხმარებელი უფასოდ შეძლებს საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორის მდგომარეობისა და ანტიფრიზის შემოწმებას.

--

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გადააგორე ზამთარი - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი "თეგეტა მოტორსში"
გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - ევრობარომეტრი
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი