|
2025-12-15 15:00:34, 910 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა შენარჩუნდება
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში აცხადებს, რომ რუსეთი „აგრესიულ, ექსპანსიონისტურ და რევიზიონისტულ“ საფრთხეს წარმოადგენს. ბლეიზ მეტრეველმა MI6-ის ხელმძღვანელობა ოქტომბერში გადაიბარა რიჩარდ მურისგან და ორგანიზაციის 116-წლიან ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა. აღნიშნული თანამდებობა საჯაროდ ცნობილია კოდური სახელწოდებით „C“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. "ვლადიმირ პუტინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ ზეწოლა, რომელსაც უკრაინის მხარდასაჭერად ვახორციელებთ, გაგრძელდება," - აცხადებს მეტრეველი. MI6-ის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის ქცევა სისტემურად დესტრუქციულია. "ქაოსის ექსპორტი რუსეთის საერთაშორისო ჩართულობის მახასიათებელია და არა შეცდომა, და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი იძულებული არ გახდება, შეცვალოს თავისი გათვლები," - აღნიშნავს ის. მეტრეველმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიების უფრო აქტიური გამოყენების აუცილებლობაზე გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან ბრძოლაში, მათ შორის ტერორიზმისა და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ. "ტექნოლოგიების სრულყოფილი ფლობა ყველაფერში უნდა აისახოს, რასაც ვაკეთებთ. არა მხოლოდ ლაბორატორიებში, არამედ პრაქტიკულ ოპერაციებში, ჩვენს პროფესიულ მეთოდებში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ოფიცრის აზროვნებაში. ჩვენ კოდის სტრიქონებთან ისეთივე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ თავს, როგორც ადამიანურ წყაროებთან, და "პითონში" ისეთივე თავისუფლად უნდა ვმუშაობდეთ, როგორც სხვადასხვა ენაზე," - ამბობს MI6-ის ხელმძღვანელი. ბრიტანეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან, სანქციები დაუწესა რუს ბიზნესმენებს, პოლიტიკურ ლიდერებს, კომპანიებს, გემებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის მთლიანად GRU-ს სამხედრო დაზვერვის სააგენტოს.
ბერლინში ზელენსკის, უიტკოფის, კუშნერისა და მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა
როგორი ამინდი იქნება 16-18 დეკემბერს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი: პუტინს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, ზეწოლა შენარჩუნდება
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)