19:54 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-31 10:34:09, 981 ნახვა

რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს

უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე „ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას მთელი წლის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონებით ცდილობდა. 2025 წელს თქვენ მრავალი ფუნდამენტური თავისუფლება დავკარგეთ. ივანიშვილის რეჟიმმა, როგორც თავადვე გვითხრა, "მეთოდურად" იმუშავა ისეთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაზღუდად, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციაზე წვდომა და მედიის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური და საარჩევნო უფლებები, პირადი ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება.

რეჟიმი ჩამიყალიბდა ავტორიტარულ მმართველ ჯგუფად და მოქალაქეებს უფლებები წაართვა. იდეაში მოქალაქეთა უუფლებობამ რეჟიმის დიდხანს მართვა უნდა გამოიწვიოს, თუმცა შედეგამდე „ოცნებას“ რამდენიმე ნაბიჯი ექნება გადასადგმელი, მაგალითად კონსტიტუციის შეცვლა, საიდანაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებას ამოიღებდა. 

"მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ საშემოდგომო სესიის ფარგლებში ნაყოფიერი საპარლამენტო საქმიანობისთვის" - მიმართა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის ბოლო პლენარული სხდომის დახურვისას ოლიგარქის დეპუტატებს.

2025 წელს ივანიშვილის პარლამენტმა მართლაც ნაყოფიერად იმუშავა - ქართულმა ოცნებამ ერთმანეთის მიყოლებით მიიღო ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემზღუდავი და რეპრესიული კანონპროექტები.

6 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით  ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შეიტანა, რომელიც აქციებთანაა დაკავშირებული.

გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატიმრობის ვადა 4-ჯერ გაიზარდა  და თუ მანამდე მაქსიმალური ვადა  15 დღე იყო, ახლა  „ოცნების“ გადაწყვეტილებით 60 დღემდეა გაზრდილი.  პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს სასამართლო.

შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი:

6 თებერვლის ცვლილებებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით,  შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 4-ჯერ გაიზარდა და 500 ლარის ნაცვლად 2 000 ლარი გახდა, ორგანიზატორისთვის – 5 000 ლარით.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდა სპონტანური შეკრების ცნება, რომელსაც მანამდე ეს კანონი არ ითვალისწინებდა. „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ეს არის შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

ბლოკირება

სასამართლოს შესასვლელის ბლოკირების, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის შემოიღეს 5 000-ლარიანი ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ასევე აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.

აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდამრღვევი ორგანიზატორი- 15 000 ლარის ოდენობით.

განმეორებით ჩადენა ითვალისწინებს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორისთვის- მის დაჯარიმებას 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს დაემატა ახალი გარემოებები:

• მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;

• წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;

• სამართალდარღვევის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ;

• არასრულწლოვანის ჩაბმა სამართალდარღვევაში;

• სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიმართ ან თანდასწრებით;

• სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;

• დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

• სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;

• სამართალდარღვევის ჩადენა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;

• სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

შეიცვალა ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.

დაზუსტდა წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები:

წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს–  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.  განმეორების შემთხვევაში  გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.“

შეიცვალა ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები:

ვანდალიზმის განმეორებით ჩადენის შემთხვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. მანამდე ეს მუხლი 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ან  5 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა.

პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა:

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა)– გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

ახალი ადმინისტრაციული სამართლდარღვევა:

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც და გამკაცრდა სასჯელი ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდების, თანამდებობის პირისა და პოლიციის წინააღმდეგობის, ძალადობის მუქარისა და თავდასხმისთვის.

თებერვალში „ქართულ ოცნების“ რეპრესიული ცვლილებები, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, გააკრიტიკა სახალხო დამცველმა ომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ეხებოდა შეკრების, გამოხატვისა თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნიდა ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 2024 წლის 13 დეკემბერს და 2025 წლის 6 თებერვალს მიღებული ცვლილებები კრიტიკულად შეაფასა ვენეციის კომისიამაც.

რეჟიმმა 2025 წელს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც შეგიზღუდათ 

ივნისში რეჟიმმა დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში, რომლებმაც ის მნიშვნელოვნად შეზღუდა.

რეჟიმმა ცილისწამების განმარტება "დააზუსტა" და შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: "არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება", აქამდე მოქმედი კანონით, ცილისწამება განიმარტებოდა როგორც: "არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება."

ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადაიტანა. კანონი ვრცელდება როგორც პირისპირ, ისე საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე.

რაც ნიშნავს, რომ თუ საჯარო პირი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, მან უნდა მიუთითოს განცხადების ის ნაწილი, რომელიც მისი თქმით, შეიცავს მცდარ ფაქტებს, მოპასუხემ კი უნდა დაადასტუროს მის მიერ ხსენებული განცხადების სიზუსტე. თუ ვერ დაამტკიცებს, დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

გაუქმდა კვალიფიციური პრივილეგია - იგი იცავდა გამოხატვის უფლებას მცდარი ინფორმაციის გავრცელების ისეთ შემთხვევებს, თუკი განცხადების ავტორმა მიიღო ზომები ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან არიდება, ან გაატარა ქმედებები, დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად,  მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

გარდა ამისა, ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუკი ის წყაროს არ გათქვამს.

მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმმა გააუქმა წესი, რომლის მიხედვითაც თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არსებობდა და ეს ეჭვი კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდებოდა, ეჭვი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო.

რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლება სოციალურ ქსელებშიც შეზღუდა - მონის დაძახება [დაწერა] დასჯადი გახდა

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, რეჟიმმა ადმინისტრაციულ კოდექსში თებერვალში შეტანილი ცვლილებები გამოიყენა და 6 ივნისს ირაკლი კირცხალიას პირით განაცხადა, რომ ამზადებდნენ საჩივარს, რომელიც სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას" ეხება, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების, კომენტარების, ასევე საჯარო სივრცეში, პირისპირ "მონის" დაძახების გამო, რეჟიმმა ივნისში მოქალაქეებს უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში მიღებული კანონი ცალსახად და პირდაპირ არ ითვალისწინებს სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათობით მოქალაქე დააჯარიმა ქართული ოცნების წევრების, პოლიციელებისა და რეჟიმის სხვა წარმომადგენლების "შეურაცხყოფისთვის" - ძირითადად სადავო იყო სიტყვები "მონა", "არაქალი" და სხვ.

ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის გამო

2 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით  აქციებთან დაკავშირებული კანონები ისევ გაამკაცრა.

კერძოდ:

• გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.

• შეიცვალა გზის გადაკეტვის საქმეებზე ჯარიმების გასაჩივრების წესიც. ცვლილება შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ისეთ მუხლებს, რომლებიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, პატიმრობასაც ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, თუ პირი მსგავსი მუხლების დარღვევისთვის დაჯარიმდება, მას ჯარიმის გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში შეეძლება. ასეთია ის მუხლები, რომლებიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ადამიანების მიმართ, მათ შორისაა მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის შესახებ მუხლი. აღსანიშნავია, რომ როდესაც საქალაქო სასამართლო საჩივარზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მაშინვე შევა ძალაში და მისი ზემდგომ ინსტანციაში ანუ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება ჯარიმის გადახდის აღსრულებას აღარ შეაჩერებს. ახალი წესით დაჯარიმებული პირი ვალდებული იქნება ჯარიმა კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებული აქვს თუ არა ზედა ინსტანციაში.

#4. ადმინისტრაციული პატიმრობა გზის პირველივე გადაკეტვაზე

16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ აქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობა ისევ გაამკაცრა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილების მიხედვით:

• შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბის დაფარვის, ცრემლსადენი ანდა მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის, ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

• იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევს 2 წლამდე ვადით პასუხისგებაში მიცემას.

• სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.

ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ  ქმედების გამეორება დაისჯება სისხლის სამართლის წესით და გათვალისწინებული იქნება 1 წლამდე პატიმრობა.

ეს შეეხება ისეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, როგორიცაა: მონაწილეობის მიღება იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ექვემდებარება შეწყვეტას, ან როდესაც შეკრების მონაწილეები განზრახ უქმნიან დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებას, ან აწყობენ დროებით კონსტრუქციას, რომლის მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში იმყოფება 61 წლის აქტივისტი ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც პროტესტის  ნიშნად ციხეში 2 თვეა შიმშილობს.

ცვლილებების წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა  „მეთოდური და სისტემური ნაბიჯების გადადგმა და ნული თანაგრძნობა“ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რუსთაველის გამზირზე უწყვეტ პროტესტში მონაწილეობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ პროტესტის ნებისმიერი ფორმის აკრძალვას ცდილობდა.

#5. პატიმრობა ტროტუარის გადაკეტვისთვის

2025 წლის მიწურულს, უწყვეტი პროსტესტი არაერთგზის ჩახშობის მცდელობის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ამჯერად პროტესტის ტროტუარზე გამოხატვაც შეეზღუდა.

გამკაცრებული წესის  მიხედვით, იმისათვის, რომ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სავალ ადგილას გაიმართოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ნებართვაა საჭირო.

სავალდებულო ხდება, რომ შსს შეკრება-მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე გააფრთხილონ. თუ შსს გადაწყვეტს,  უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.

ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე  ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

„ქართულმა ოცნებამ“  რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები ამ შემთხვევაშიც დაჩქარებული წესით, რამდენიმე დღეში განიხილა და მიიღო.

ბოლო ცვლილებების შემდეგ, აქციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ასე გამოიყურება:

• აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება, ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს;

• სავალდებულოა, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში  პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილ იქნეს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება;

• შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს  გაფრთხილება, ასევე არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში შეთავაზებული ალტერნატიული დრო ან/და ადგილი ან სვლაგეზი, თუ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო;

• გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა;

• სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, გაფრთხილება  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 5-დღიანი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი – „ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი;

• შინაგან საქმეთა სამინისტრო  უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ან სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას ადგილზე განიხილოს ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში ზეპირად მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ, თუ: ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების,  ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; ბ) სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.

• შინაგან საქმეთა სამინისტრო  საჭიროების შემთხვევაში გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

• სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, ასევე ალტერნატიული სვლაგეზი.

• შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, ასევე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად;

• გათვალისწინებული სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას;

• შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში  შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია;

• დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის  ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა;

• შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის, ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა;

• ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი. თუ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება. ამ შემთხვევაში  შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ;

• შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისათვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია.

გამკაცრებული კანონის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორსულ ქალი,  12 წლამდე ასაკის ბავშვის დედა, არასრულწლოვანი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,  დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.

რეჟიმმა 2025 წელს სასამართლოდან მედია განდევნა 

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2013 წელს ქართულმა ოცნებამ დახურული სასამართლო პროცესების მედიისთვის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მედიას მიეცა სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო გადაღების, აუდიოჩაწერის, სხდომების ტრანსლირების უფლება. ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს კი ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი აკრძალა.

კობახიძის განცხადების შემდეგ, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ აქციებზე დაკავებული პირების პროცესებიდან გავრცელებული ფოტოები და კადრები საზოგადოებისთვის რეზონანსული აღმოჩნდა. მათ შორის, საჯაროდ ვრცელდებოდა მომენტები, რომელიც პროკურატურას ბრალდების აბსურდულობაში ამხელდა. 

17 მარტს პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადასცა მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აღნიშნავდა, რომ პროცესებზე ხშირად ხდება "სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია" და სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვდა.

10 ივნისს, ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ივანიშვილის სატელიტი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოც".

26 ივნისს კი, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით რეჟიმმა ცვლილებები შეიტანა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში და სასამართლოდან მედია განდევნა.

მედიის წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვის გარეშე აეკრძალათ პროცესების ფოტო და ვიდეო გადაღება, აუდიოჩანაწერის გაკეთება. შეზღუდვა ვრცელდება არამხოლოდ სხდომათა დარბაზში, არამედ სასამართლოს შენობასა და ეზოზეც. მედიისთვის სივრცე შესასვლელ ჭიშკართან გამოიყო - იმის იქით, გადაღება აიკრძალა, მათ შორის, მოქალაქეებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთადერთი პროცესის გადაღების ნებართვა გასცა - ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის  სააპელაციო განხილვის პირველი სხდომის, რომელიც მისი დაკავებისა და ქვეყანაში ჩამოყვანის შემდეგ ჩატარდა.

პარალელურად რეჟიმმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც დაფარული იქნება იმ პირის ვინაობა, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს. პირის გამოკითხვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად, მისი ვინაობა მხოლოდ სასამართლოს და ბრალდების მხარეს ეცოდინება, პირის ვინაობა არ იქნება მითითებული გამოკითხვის ოქმში.

რეჟიმმა მთელი რიგი კანონები მიიღო მედიის წინააღმდეგ

2024 წელს მიღებული რუსული კანონის შემდეგ, რეჟიმმა "გამჭვირვალობის" საფარქვეშ 2025 წელსაც არაერთი კანონი მიიღო. თებერვალში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რეჟიმი "ბრიტანული მოდელიდან" საკანონმდებლო დონეზე აპირებს “მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების განსაზღვრას”.

საგულისხმოა ისიც, რომ "ბრიტანული მოდელის" დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში, რეჟიმმა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს სტანდარტები დაუწუნა, მას შემდეგ რაც, 2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა.

გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის გამოძიების საპასუხოდ, რეჟიმმა გადაწყვიტა მაუწყებელს უჩივლოს, ბოდიშის მოხდა მოითხოვა დიდი ბრიტანეთისგანაც.

კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ BBC-მ "იკადრა ტყუილი" და ხელმძღვანელობს "იგივე სტანდარტებით, როგორითაც Fake ტელევიზიები საქართველოში".

თებერვალში მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ დააინიცირებდნენ ამერიკული FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ ვერსიას, ასევე გრანტების კანონს, რომელიც რეჟიმის ნებართვის გარეშე გრანტის მიღებას კრძალავს.

რეჟიმმა ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხ


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი