18:35 - 16 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 15:08:59, 401 ნახვა

პოლიტიკა
საია-მ პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე, რომლითაც მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიების: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა და ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის, აკრძალვა.

ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია Facebook-ზე ავრცელებს. 

საია-ს თანახმად, დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.

მათივე განმარტებით, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში.

"დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების დასაბუთების პარალელურად, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც შეიძლება მოხდეს პარტიის აკრძალვა. ამდენად, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს არსებითად მძიმე პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, რომელიც ხასიათდება: ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით, დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების თანდათანობითი ეროზიით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ავტონომიური სამოქალაქო სივრცეების სისტემური შევიწროებით, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ინსტრუმენტალიზაციით.

თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, როგორც კონცეფცია, რომელიც არაერთხელ აქვს მოსარჩელე მხარეს ნახსენები სარჩელში, წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის იდეას, რომელიც მზად არის გამოიყენოს წინასწარი არალიბერალური ზომები, რათა დაიცვას თავი ანტიდემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც თვით დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ მისი ძირითადი პრინციპების ნგრევას. ამ თეორიული ჩარჩოს მიზანია დემოკრატიული წესრიგის თვითდაცვა შიგნიდან მომდინარე საფრთხეებისგან, თუმცა მისი მოქმედება აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც თავად პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებს დემოკრატიულ ბუნებას. თუ რეჟიმი კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის თეორიული ჩარჩო თავის საფუძველს კარგავს და იქცევა პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაფიოდ მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მკაცრ ფორმას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით, გამონაკლის შემთხვევებში. პარტიის აკრძალვის საფუძველი შეიძლება იყოს ორგანიზებული და მიზანმიმართული ქცევა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ. დაუშვებელია პარტიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ცალკეული პირების ინდივიდუალური გამონათქვამების თუ ქმედებების გამო. ამასთანავე, პარტია არ შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი იდეები საზოგადოების ნაწილისთვის არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელია", - ვკითხულობთ განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში: გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის
შსს: ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 ადამიანი დავაკავეთ
რობერტა მეცოლა: მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცის განსახიერებები არიან
საია-მ პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი