|
2025-12-19 21:18:53, 3855 ნახვა
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ევროკომისია 19 დეკემბერს მიღებული ანგარიშის ძირითად მიგნებებში საუბრობს საქართველოს მიერ არაერთი „ძირითადი კრიტერიუმის შეუსრულებლობაზე“. კერძოდ, იხსენებს, რომ: „კომისიამ წარსულში უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“. შემდეგ წერს, რომ ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“. „ამ [დემოკრატიული] უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს“, - წერს ევროკომისია. ევროკომისია იქვე აკონკრეტებს:
ევროკომისია წერს, რომ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში არ არის თარიღები მითითებული. ამ კონტექსტში მხოლოდ ახალი წესების ძალაში შესვლის თარიღი, 30 დეკემბერია მითითებული. დღესვე, 19 დეკემბერსავე, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკომისია იანვარში წარადგენს „სავიზო სტრატეგიას“: „თუ [უვიზო მიმოსვლის] სისტემა არასწორად გამოიყენება, ამან შეიძლება მიგრაციისა და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები შექმნას... თუ მესამე ქვეყნები არ ითანამშრომლებენ, ჩვენ დაგვჭირდება მკაფიო სანქციები. ეს იქნება ჩვენი სავიზო ასტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც იანვარში წარვადგენთ“.
2025 წლის 4 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“; 2025 წლის 17 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ (დანიამ) გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული დასკვნები, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით - დოკუმენტს აქვს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა. დასკვნებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა, უნგრეთი შეეწინააღმდეგა. ევროკავშირის საბჭომ - უნგრეთის გამოკლებით - საქართველოს მოუწოდა, „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული“ ადამიანი, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“; ასევე მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმები“.
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)