18:27 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 16:04:15, 922 ნახვა

Lifestyle
“Elite Model Look Georgia 2025”-ის გამარჯვებულები გამოვლინდა

Elite Model Look -ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც უკვე მე 16-ედ, წარმატებით ჩატარდა საქართველოში კომპანია ელიტის ექსლკუზიური წარმომადგენლის,  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ.

კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში, Elite Model Look-ი რჩება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ავანგარდში.  იგი სთავაზობს ათასობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან აქციონ მათი ოცნებები რეალობად და მიჰყვნენ მოდის ისეთი ვარსკვლავების კვალს, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, სტეფანი სეიმური, ნაომი კემპბელი,  ადრიანა ლიმა, ვიტორია სერეტი, მონა ტუგარდი, ფეი ფეი სუნი  და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა  იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და აქტიური საერთაშორისო კარიერა.

Წელს ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით, ღინისძიებაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა კანდიდატმა და მათგან  შერჩეულია მხოლოდ 12 გოგონა და 7 ვაჟი კონკურსანტი, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად.

16 დეკემბერს, სასტუმროში “თბილისი ფილარმონია  მერკურისაგან“ ჩატარდა  Elite Model Look Georgia 2025-ის ფინალური ღონისძიება, სადაც საერთაშორისო სამოდელო კონკურსის  

ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯენიფერ მეიმ და ELITE MODEL LOOK Georgia-ს ორგანოიზატორმა ქ-ნმა ია კიწმარიშვილმა, დაასახელეს გამარჯვებული გოგონა და ვაჟი, რომლებიც საქართველოს სახელით გაემგზავრებიან მსოფლიო ფინალზე.

Მე 16-ე Elite Model Look Georgia 2025-ის  გამარჯვებულები გახდნენ:

16 წლის მარიამ კალაძე და 18 წლის დაჩი კანთელაშვილი.

მარიამი და დაჩი 2026  წლის დასაწყისში წარადგენენ  ჩვენს ქვეყანას 41-ე   მსოფლიო ფინალურ ღონისძიებაზე ELITE MODEL LOOK WORLD FINAL.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა
კოალიცია ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო ინსტანციას "კამიტზე" გამოძიების დასაწყებად მიმართავს
“Elite Model Look Georgia 2025”-ის გამარჯვებულები გამოვლინდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი