|
2025-12-25 20:40:50, 8257 ნახვა
სამართალი
საფარი ზინოვკინაზე: პენიტენციურიდან პასუხი არ მიგვიღია, არც მოთხოვნები შესრულებულა
საფარის განცხადებით, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოცნების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადებით მიმართეს, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. საფარი მოუწოდებს პენიტენციურს, დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. 2025 წლის 12 ნოემბერს და 24 ნოემბერს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განმეორებით მიმართა “საფარმა” ოფიციალური განცხადებით ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. განცხადებით მოვითხოვეთ: ▪️ ანასტასია ზინოვკინასთვის სრული, კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება, მათ შორის: — აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენი, ნევროლოგიური და სხვა კვლევები); — ლაბორატორიული კვლევები; — შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციები; ▪️ გამოკვლევების ჩატარება შესაბამისი სამოქალაქო კლინიკის პირობებში ან, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, #18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში; ▪️ ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციების სრული და უწყვეტი შესრულება და რეალური სამკურნალო პროცესის დაწყება, მათ შორის, აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფა. დღემდე სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან წერილობითი პასუხი არ მიგვიღია და არც დაყენებული მოთხოვნები შესრულებულა, მიუხედავად იმისა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მიეწოდება. ეს ვითარება ქმნის ჯანმრთელობის გაუარესების რისკს და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს: დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა"- ნათქვამია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს - ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს. მისი დაპატიმრების შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ხერხემლის პრობლემები აქვს. რთულ მდგომარეობასთან ერთად, ის არაადამიანურ და ცინიკურ მოპყრობაზეც ლაპარაკობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)