|
2025-12-19 18:26:48, 22581 ნახვა
პოლიტიკა
ლორდთა პალატის წევრი ჩეპმენი ოცნებისგან ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე გამოძიების შედეგებს მოითხოვს
გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრმა და გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო განვითარების მინისტრმა, ჯენი ჩეპმენმა ივანიშვილის რეჟიმს BBC-ს რეპორტაჟთან დაკავშირებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, რომელიც, მათი თქმით, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარდა და კვლავ მოვუწოდებთ, დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება და პასუხისგებაში მისცენ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები". - წერს ჩეპმენი. ჯენი ჩეპმენი ამ განცხადებით ლორდი ჯორჯ ფოლსკის გამოეხმაურა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართავდა. "მინდა, მთავრობას ვკითხო, გეგმავენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ქიმიური იარაღის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად". - წერდა ფოლსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)