კობახიძე: სანდრა რულოვსის ღიმილიანი სახის მიღმა ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დგას
მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სადისტურ რეჟიმთან, მანიაკალური გადახრების მქონე ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ხელისუფლების სათავეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.