01:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მელია: სად არის შინაგან საქმეთა მინისტრი? ეს ადამიანი რაიმეს მომგვარებელია?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ნიკა მელიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების ფაქტები, ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

 

კაკა კუკავა: ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, პრაქტიკულად, ყველა საკითხზე შევთანხმდით

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კუკავას განცხადებით, ქალაქის ვიცე-მერი  ლაშა აბაშიძესთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და მუხიანის ნაკვეთებზე სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციიც გაყვამა დღეიდან დაიწყება.

 

ქიბარ ხალვაში: წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სიყალბე

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, „რუსთავი 2“–ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ხელთ „ჩაუვარდა“ მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, არის სრული სიყალბე, „რაც, უკვე მერამდენედ, მიმართულია მიმდინარე დავის განხილვის გასაჭიანურებლად და ამჯერად უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის განსახორციელებლად“.

 

ივანიშვილი ხაინდრავას ფილმზე: დიდი დრო დასჭირდა გადაღებას და ჩვენება საარჩევნო პერიოდს დაემთხვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიას" ჩენება ახლა მიზანმიმართულად არ მიმდინარეობს.

 

სერგეენკო: ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

მე პირადად და მოსახლეობის უმეტესობას ისევე, როგორც მთავრობის წევრებს, ცალსახად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისეთივე ღარიბია, როგორიც ჩვენი ეკონომიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ყავს.  თუმცა,  ყოფილი პრემიერის თქმით, არიან პარტიები, რომელთაც კონკრეტული ამომრჩეველი და რეიტინგი გააჩნიათ.

 

თამარ თედლიაშვილი: მეტრეველი ოქრუაშვილის მითითებებს ასრულებდა და ამბობდა, რომ სხვანაირად არ შეეძლო

მეტრეველი ოქრუაშვილის მითითებებს ემორჩილებოდა და ამბობდა, რომ მას სხვანაირად არ შეუძლია, - ამის შესახებ გორის საკრებულოს საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე თამარ თედლიაშვილმა საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის ილია მეტრეველის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

 

დანელია: კანონით დადგენილი ვადებით ბოლო დღემდე მინისტრი ვიქნები

„კანონით დადგენილი ვადებით, ბოლო დღემდე მინისტრი  ვიქნები“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მამუკა არეშიძე: სომხეთში კოლეგებმა მითხრეს, რომ სარგსიანმა არ იცოდა აფხაზების იქ ყოფნის შესახებ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ყარაბაღში, „დამოუკიდებლობის დღესთან“ დაკავშირებით, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არაღიარებული რესპუბლიკების, მათ შორის ე.წ. აფხაზეთის დელეგაციასთან შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არ არის.

 

ბურჭულაძე: გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი, ბატონ ბიძინას კი, ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე

გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე, - ასე უპასუხა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

 

ტყემალაძე დემურ სტურუაზე: წინა ხელისუფლების დროს მსგავსი ქმედება წახალისებული იყო, დღეს დაგმობილია

პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, დღევანდელი და 2012 წლამდე არსებული ვითარების შედარება არ შეიძლება.

 

სერგეენკო: ფარმწარმოების და კლინიკური მიმართულებით ბელარუსთან ურთიერთობას გავაფართოვებთ

„ორი მთავარი მიმართულება, რა მხრივაც გავაფართოვებთ თანამშრომლობას, იქნება ფარმწარმოება და კლინიკური მიმართულება“, - აღნიშნული განცხადება დღეს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.

 

პრემიერი: ნორმატიული ბაზა სამხედროების წვრთნის კუთხით მოსაწესრიგებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნა გაგრძელდება.

 

ივანიშვილი იპოთეკარების პრობლემაზე: თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ჩვენ ვერ ვნახეთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყველა იპოთეკარს არ დაპირებია, რომ კრედიტებს მისცემდა და სესხებს გაუგრძელებდა.

 

კვირიკაშვილი: ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა სამართლიანობის აღდგენის სისტემურად მოგვარებაზე
გიორგი ვაშაძე: პაატა ბურჭულაძის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საუბარია სოციალური დახმარებების მიზნობრივად დახარჯვაზე.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics