შსს: ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე მოხვდა ანგარიში საქართველოში 2014 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.