03:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-12 21:04:15, 904 ნახვა

ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State

როგორც მოსალოდნელი იყო, აღდგომის დღესაც კი სრული ზავი არ ყოფილა, რუსები კი, შარშანდელი სცენარის გამეორებით, მათთვის ხელსაყრელ მონაკვეთებზე სიმშვიდეს პოზიციებზე საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ.

 გენერალური შტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა „ზავის“ დაწყებიდან ის 2 ათასზე მეტჯერ დაარღვიეს. ცალკეულ მონაკვეთებზე მოწინააღმდეგე აგრძელებს საიერიშო მოქმედებებს და ცდილობს დაიკავოს პოზიციები, რომლებსაც თავდაცვის ძალები აკონტროლებენ. უკრაინელი მებრძოლები საპასუხოდ, რა თქმა უნდა, დარტყმებს ახორციელებენ და ანადგურებენ მტერს. ასევე არ წყდება საარტილერიო და საავიაციო დაბომბვები, სხვადასხვა სახის დრონების მუშაობა.

თუმცა, მოწინააღმდეგე იყენებს „სიჩუმის“ შესაძლებლობას ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე და ატარებს დაჭრილების ევაკუაციას, შემოაქვს საბრძოლო მასალა, გაჰყავს ტრუპები, აკეთებს როტაციას და აძლიერებს საკუთარ პოზიციებს. იქ, სადაც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს, მტერი არ ატარებს საიერიშო მოქმედებებს, არამედ აგზავნის თავის ჯგუფებს თეთრი დროშებით, როგორც ეს სურათზე ჩანს. კერძოდ, მსგავსი ქმედებები აქტიურად მიმდინარეობს გულიაიპოლეს მონაკვეთზე, ამიტომ „სააღდგომო ზავის“ შემდეგ საიერიშო მოქმედებების დინამიკის გაძლიერებას უნდა ველოდოთ.

რუსები მორიგ ჯერზე ადასტურებენ თავიანთ სიცრუეს და მთელ მსოფლიოს უჩვენებენ ისტორიულ ჭეშმარიტებას - ღორისტანის სიტყვა იმ ქაღალდადაც არ ღირს, რომელზეც დაწერილია. 

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის განადგურებას, რომელიც აგრესიის აქტს ავლენს ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე, და არავინ აპირებს მათი მათი აქტივობის ყურებას გულზე ხელ დაკრეფილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics