თიბისი გალერეაში კომპანია Dalberg-ის კალიფორნიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია გაიმართა
თიბისი გალერეაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოსა და „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით, გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Dalberg-ის კალიფორნიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ჯო დოგერთის საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე-ფილანტროპიის მიღმა: ინვესტიცია საერთო, ურთიერთმომგებიან ფასეულობებში.