ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი გვინდაძე EBRD-ის მოლდოვას ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით გვინდაძე მოვალეობის შესრულებას 2 მაისიდან დაიწყებს. ის ამ პოზიციაზე ჯულია ოტოს შეცვლის, რომელიც 2011 წლიდან წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონაზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
22 აპრილს, 11:30 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
ფინკა ბანკი საქართველო SMART სერტიფიკატის მქონე პირველი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში. ამის შესახებ ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ვიცე-პრემიერმადიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოისმინა. მასშტაბური პროექტიმსოფლიოში წამყვანმა სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კანადურმა კომპანიამ „ეკოსაინმა“ მოამზადა.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ფინკა ბანკი საქართველოს წარმომადგენლები ხვალ, 18:30 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi- ში პრესკონფერენციას გამართავენ, რომლის მთავარი თემა SMART გლობალური კამპანიის მიერ მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით ფინკა ბანკის სერტიფიცირება იქნება.
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ სააღდგომო საჩუქრებისა და ფასდაკლებების ბუმს იწყებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More