მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 203.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.9%-ით (4.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია.
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აზია-ევროპის მეწარმეობის გაერთიანების თავმჯდომარე ვან ლინცზიუნი ხელმძღვანელობდა.
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი, საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული, - კონკრეტულ საინვესტიციო სფეროებსა და პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩინური ავიაკომპანიების შემოსვლის ხელშეწყობის, ბიზნესორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გამართვისა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებიან.
ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მეწარმეს 45176,00 ლარის ღირებულების საქონელი ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More