კაპანაძე: პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს
აგვისტოს ომის გამოძიება სხვა უწყების საქმეა, სამხედრო თვალსაზრისით კი, მოკვლევა გაკეთდა, რომელიც დოკუმენტირებულია და გადაცემულია შესაბამისი უწყებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძაალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.