23:08 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 21:08:44, 421 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს

2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის, ამასთან ერთად სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, ამასაც უნდა დაველოდოთ, -  თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 10-ჯერ წააგეს არჩევნები პოლიტიკურმა ოპონენტებმა და არც მომავალ არჩევნებზე აქვთ წარმატების შანსი.

"ეს არის არსებითად უცხოური აგენტურა, ასეთ დროს მათი აგრესიული დამოკიდებულება არჩევნების მიმართ საერთოდ არ არის გასაკვირი. როცა აგებ არჩევნებს, მერე გიჩნდება აგრესია შესაბამისი მოვლენის მიმართ, აქედან გამომდინარე, ამ აგრესიისგან ისინი ბუნებრივია, ვერ გათავისუფლდებიან, თუმცა აქვთ ახლა ერთგვარი გამონათება და საუბრობენ არჩევნებთან დაკავშირებით. არსებითად არ ცვლის არავისთვის ეს ვითარება არაფერს - არც ქვეყნისთვის, არც ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ როგორც ვემზადებოდით წარსულში არჩევნებისთვის, ასევე ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. იმდენად დისკრედიტებულია დღეს ოპოზიცია, რომ მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ არც 2,5 წელში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics