2018-07-23 13:42:19, 582 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე წარადგინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროს თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზაალ მიქელაძე წარუდგინა.
რეგიონის ახლადდამტკიცებული მეთაური ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია და მინისტრთან ერთად სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას. ზაალ მიქელაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2016 წელს დაინიშნა. აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ მას ნდობა მეორედ გამოუცხადა.
(NS)
ავტორი: ,