2026-04-19 14:38:35, 712 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ქართველი სამხედრო, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მცველი, გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა.
პოლკოვნიკი კუპარაშვილი აზოვის ქვედანაყოფის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამაა. 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას, მონაწილეობდა მარიუპოლის დაცვაში, სადაც მძიმედ დაიჭრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა გადარჩენა და ევაკუაცია მოხერხდა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან ირიცხებოდა. ის მსახურობდა კოჯრის სპეცდანიშნულების ძალების ბაზაზე და 1999 წელს ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ სამშვიდობო მისიას კოსოვოში (KFOR). ასევე მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,