2018-07-12 12:54:09, 538 ნახვა
რეგიონი
ლენტეხში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)
ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი და ერთი ვერტმფრენი მუშაობს.
უწყების ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს მუშაობა უჭირთ.
„ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, უკვე მეორე დღეა მუშაობენ მეხანძრე მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისთვის ღია ცეცხლი არ არის, მხოლოდ დაკვამილიანება შეინიშნება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 2.5 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი.
ავტორი: ,