2018-07-06 11:04:13, 491 ნახვა
რეგიონი
წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები დაფიქსირდა.
სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი დაილუქა.
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.
(NS)
ავტორი: ,