14:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:46:22, 789 ნახვა

რეგიონი
„National Geographic Traveler“-მა აჭარის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა

პოლონური “National Geographic Traveler” აჭარის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. სტატია სახელწოდებით „ცხოვრების მთავარი მოგზაურობა“ მაგელანის ჯილდოს ლაურეატის, მწერლისა და ჟურნალისტის სერგიუს პინკვარტის აჭარაში მოგზაურობას აღწერს. 

„ქართელები დარწმუნებულები არიან, რომ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში“ - იწყებს წერას ჟურნალისტი და მკითხველს თავის დადებით შთაბეჭდილებებს უზიარებს აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაოებების, პროდუქტების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ. ის ასევე, საუბრობს ალისა და ნინოს, არგონავტების, გონიოს ციხის შესახებ და ქართულ სტუმართმოყვარეობას უსვამს ხაზს.

წელს, ეს პოლონური “National Geographic Traveler”-ის მეორე სტატიაა აჭარის შესახებ. პირველი სტატია მარტში გამოქვეყნდა, სადაც ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში იყო დასახელებული. ორივე სტატია ჟურნალში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით მომზადდა.

დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს 16 სამიზნე ქვეყანაში უწევს პოპულარიზაციას, სადაც აჭარის შესახებ თემატური სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში გადის. გარდა ამისა, აჭარის ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვა სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, ონლაინ რეკლამით, სატელევიზიო რეკლამით, პრეს-ინფოტურების ორგანიზებითა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით ხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics