2018-06-18 21:20:16, 740 ნახვა
რეგიონი
დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა
დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დუშეთიდან სულ 22 შეტყობინებაა შესული და ამ წუთებში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ დროისათვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში, თუმცა ძლიერი წვიმის გამო, გამოძახებები არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: ,