2018-06-08 17:15:18, 962 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი შპს „ჯიემსიჯი“-ს წარმომადგენელს შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, შპს ,,ჯიემსიჯი“-ს წარმომადგენელს, სალომე მაჭავარიანს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შპს ,, ჯიემსიჯი“-ს წარმომადგენლობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში მუშაობს აჭარის ტურიზმის განვითარების 2019-2025 წწ. სტრატეგიაზე.

დღევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანს ,,ჯიემსიჯი“-ს წარმომადგენელთან, მუნიციპალიტეტში ტურიზმთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების და პროგრამების, სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა.
(NS)
ავტორი: ,