2017-06-12 16:43:20, 2030 ნახვა
კომენტარი
ქებურიას დედა: ბედნიერი ვარ ჩემი გიორგის, მიშკას და ყველა იმ ადამიანის გამო, ვისთანაც სამართალი იზეიმებს
„ბედნიერი ვარ ჩემი გიორგის, მიშკას გამო და ყველა იმ ადამიანის გამო, ვისთანაც სამართალი იზეიმებს“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრის გიორგი ქებურიას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მახინჯ მოვლენას ქვეყანაში ბოლო უნდა მოეღოს.
„ვიცოდით ზეწოლის გამო, ფაქტია, რომ სახლში და მანქანაში არაფერი იყო. მახინჯ მოვლენას ბოლო უნდა მოეღოს, ეს ცალკეული გადაცდომის ბრალია ალბათ და იმედია გამოსწორდება“,-აღნიშნა ლელა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გაათავისუფლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან