2017-06-12 15:17:49, 2536 ნახვა
სამართალი კომენტარი
მიხეილ მგალობლიშვილი: ნარკოტიკი იმან ჩამიდო, ვინც კლიპში გავაკრიტიკე
„დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა და სირცხვილი მათ, ვინც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება სცადა“, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრმა მიხეილ მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნარკოტიკი იმან „ჩაუდო“, ვინც კლიპში გააკრიტიკა.
„დიდი მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ფანებს, კოლეგებს, ყველას, ვინც დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება“,-აღნიშნა მგალობლიშვილმა.
ცნობისთვის, Birja Mafia-ს წევრი მიხეილ მგალობლიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან