2017-06-12 09:56:36, 2119 ნახვა
კომენტარი
გიორგი მამაცაშვილი birja mafia-ზე: ეს ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულად გადადგმული უღირსი ნაბიჯია
საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში ჯგუფ birja mafia-ს კლიპს ეხმაურება.
“ეს არ არის შემოქმედება! ეს არ არის სარკაზმი და მითუფრო – ირონია. ეს არც პროტესტია, რადაც არ უნდა ჩათვალონ ვინმე დეისაძის, მაისურაძის და დეისაძისა და მაისურაძის მსგავსთა მიმდევრებმა! ვთქვათ პირდაპირ: კლიპში გამოყენებული კადრები – პოლიციელი ოთხზე, ყელზე გამობმული ე.წ. „აშეინიკითა“ და პირში – ძვლით – დიახაც, სახელმწიფოს და ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულად(!) გადადგმული უღირსი ნაბიჯია!”-წერს მამაცაშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან