03:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 14:31:52, 2288 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
Birja Mafia-ს წევრის ადვოკატი: თუ პოლიციელების გაშარჟება დასჯადია, 2 PAC-ი ამერიკაში მინიმუმ 2-ჯერ უნდა დაეხვრიტათ

ჯგუფ Birja Mafia-ს წევრის მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

როგორც ადვოკატებმა განაცხადა, რეალურად დანაშაული არ არსებობს და მათი კლიენტი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც მგალობლიშვილმა პოლიციელები გააშარჟა. 

ადვოკატების განმარტებით, მანამდე მგალობლიშვილზე ზეწოლა ხდებოდა, რომ აღნიშნული ვიდეოკლიპი სოციალურ ქსელში არ გავრცელებულიყო.

„თუ კი პოლიციელების გაშარჟება დასჯადია, რეპერი 2 PAC ამერიკაში მინიმუმ ორჯერ უნდა დაეხვრიტათ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ.

ამასთან, კიდევ ერთი ადვოკატის ქართლოს ვაშაკიძის თქმით, საქმეში წინასწარი პატიმრობის საფუძვლები არ არსებობს. უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუფთა წარსული აქვს და შესაბამისად, მისი პატიმრობა გაუმართლებელია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics