2017-06-08 16:05:23, 2366 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავითაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში ცვლილებები იმ უცხოელებს არ შეეხება, ვინც სახნავ-სათეს მიწებს უკვე ფლობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კონსტიტუციაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ცვლილება, იმ უცხოელებს არ შეეხებათ, ვინც საქართველოში უკვე ფლობენ მიწას.
როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუმარტა, საქართველოში უცხოელებზე სახნავ-სათესი მიწის 5%-ია გასხვისებული.
„საქართველოში დაახლოებით 5%-მდე მიწა ეკუთვნის უცხოელებს, სახნავ-სათესი მიწის დაახლოებით ეს ნაწილია გასხვისებული, რაც დარეგისტრირებულია. ის, ვინც ფლობს, ჩვენ მის საკუთრებას არ ვეხებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მიწის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეეძლებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან