ჟურნალისტები იან კელის შეხვდნენ - აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი აფგან მუხთარლის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან
ჟურნალისტების განცხადებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერტებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდნენ, საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.
როგორც ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებენ, აშშ-ის ელჩისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ყველა ქვეყნის მოქალაქის უფლება.
ჟურნალისტების თქმით, ელჩი ინფორმირებულია, რომ მედია საშუალებების წარმომადგენლები ხელისუფლების წევრებთან შეხვედრას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვენ.