2017-06-03 10:50:24, 2223 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა უარყოფს, რომ მაკო ბიგვავა სამსახურიდან მასთან უთანხმოების გამო გათავისუფლდა
განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უარყო ინოფმრაცია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი მაკო ბიგვავა სამსახურიდან მასთან უთანხმოების გამო გამთავისუფლდა.
ჯეჯელავას თქმით, ბიგვავასთან კონფლიქტი არ ჰქონია და მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკო ბიგვავამ თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან