14:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 11:59:41, 2577 ნახვა

კომენტარი მსოფლიო
პუტინი: „პატრიოტი ჰაკერები“, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარეულიყვნენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „პატრიოტი ჰაკერები“, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარეულიყვნენ.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არც ერთ ჰაკერს რუსეთის ხელისუფლება მხარს არ უჭერდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰაკერული თავდასხმა, შესაძლოა, რუსეთიდან განხორციელებულიყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ჰაკერები მსახიობებს შეადარა. პუტინის შეფასებით, მათ რუსეთის სასარგებლოდ „ითამაშეს“.

„თუ ისინი იყვნენ პატრიოტები, მათ იმოქმედეს იმ გზით, რომელიც ჩათვალეს, რომ სწორი იყო და იბრძოლეს იმათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთზე ცუდს ამბობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ჩარევა არ მომხდარა მთავრობის დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ ჰაკერს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნის ამომრჩევლის გონებაზე“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ყოველთვის უარყოფდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, თუმცა მსგავსი ბრალდებები მუდმივად ჟღერდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics