16:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 12:49:33, 1857 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს განვითარებისთვის თანაბარი პირობები ჰქონდეს

საქართველოს პრემეირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვუილი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ყველა ბავშვს განვითარებისთვის თანაბარი პირობები ჰქონდეს.

"ყველა ბავშვს მინდა მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისთვის, მათი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. განათლების სამინისტრო სპორტის სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ამ ღონისძიებებს. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეოებებში იყოს მაქსიმალურად მეტი ბავშვი ჩართული. ასევე, სახელმწიფო აფინანსებს და სუბსიდირებას უკეთებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში. ზაფხულისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ბანაკებთან დაკავშირებით, ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ გავაგრძეელებთ ასევე სოფლად მცირე სკოლების მხარდაჭერის პროგრამას. ყველა ბავშვს ვუსურვებ, რომ მათი ბავშვობა იყოს უფრო და უფრო მეტი სიხარულით აღსავსე",- განაცხადა პრემიერმა.

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწეს.

ეს დღე 1950 წლიდან   მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის  შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ასევე, მისი მიზნაია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics