2017-05-31 12:44:39, 2243 ნახვა
სამართალი კომენტარი
შოთაძე მუსტაფა ემრე ჩაბუქზე: გადაწყვეტილება კანონის და სამართლის ფარგლებში იქნება მიღებული
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით შესაბამისი საექსტრადიციო პროცედურები მინდინარეობს.
„კერძოდ, მიმდინარეობს საექსტრადიციო განხილვები სასამართლოში და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კანონის და სამართლის ფარგლებში“,– განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
იხ. სრულად - http://epn.ge/index.php?id=46294
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან