2018-09-18 17:15:13, 1193 ნახვა
სამართალი
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმრები საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნენ.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან