2016-07-21 15:18:24, 1141 ნახვა
სამართალი
ლეკვის წამებაში სავარაუდო მონაწილე არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს
რუსთავში, ლეკვის წამებაში სავარაუდო მონაწილე არასრულწლოვნები გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 259-ე მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, რუსთავში ნაწამები ლეკვის ფოტო გავრცელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან