2016-07-21 10:49:28, 1383 ნახვა
სამართალი
ჩხოროწყუში, ავტოავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩხოროწყუში, მუხური-ლუგელას მონაკვეთზე ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
გარდაცვლილთაგან სამი სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელია, ერთი კი, ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ცნობისთვის, კამაზის მარკის ავტომობილის მძღოლმა ავტოტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლის შემდგ საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა, რის შემდეგაც ის გადაბრუნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან