06:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 16:03:37, 1026 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს უძრავი ქონების სექტორის, ლოგისტიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციების განხორციელებისათვის. შეიჰ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს საქართველოს ეკონომიკაში უკვე აქვს განხორციელებული 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. შეიხის მფლობელობაშია უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია "დაბი ჯგუფი," რომელიც საქართველოში "ტერაბანკსა" და სასტუმრო „მილენიუმ ბილთმორი" უწევს მეთვალყურეობას, რომლის ოფიციალური გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგში  გათვალისწინებულია შეხვედრები ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics