2016-07-13 00:12:45, 1207 ნახვა
სამართალი
გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ცენტრ-პოინტის საქმეში ბრალდებული, გუკა რჩეულიშვილი, დააკავეს. ის სამართალდამცავებს თავად მას შემდეგ ჩაბარდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა.
ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილს საცხოვრებელ კომპლექს " თეთრი მაგნოლიას" საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ასევე პატიმრობა შეეფარდა "ცენტრ პოინტი" აჭარას დირექტორ ირაკლი მინდელსა და კომპანიის გაყიდვების ყოფილ მენეჯერ სალომე ჩარკვიანს. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მიიღო. პროცესს ბრალდებულების ახლობლები და ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც თავს "ცენტრ პოინტის" დაზარალებულებად მიიჩნევენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან