18:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 21:39:37, 1381 ნახვა

სამართალი
მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

" ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილს საცხოვრებელ კომპლექს " თეთრი მაგნოლიას" საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ასევე პატიმრობა შეეფარდა "ცენტრ პოინტი" აჭარას დირექტორ ირაკლი მინდელსა და კომპანიის გაყიდვების ყოფილ მენეჯერ სალომე ჩარკვიანს. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მიიღო. პროცესს ბრალდებულების ახლობლები და ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებიც თავს "ცენტრ პოინტის" დაზარალებულებად მიიჩნევენ. გუკა რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული. შეგახსენებთ, გამოძიება  მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ერთობლივად მენაშენეთა კუთვნილი 19 740 845 ლარის გაფლანგვას ედავება. გარდა ამისა,  პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს. საუბარია ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიაზე“. 

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics