2016-07-11 09:53:51, 1106 ნახვა
სამართალი
მაია რჩეულიშვილს დღეს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან
კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს დღეს დაკითხავენ. თბილისის პროკურატურაში რჩეულიშვილს 13:00 საათზე ელოდებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 11:00 საათზე დაკითვაზე დაბარებულია გუკა რჩეულიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკვეს. უცნობია, რას უკავშირდება მათი დაკავება. აღნიშნულის შესახებ პროკურატურა განცხადებას დღეს გაავრცელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან