15:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 19:09:48, 1045 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმს ძალიან საინტერესოს უწოდებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  კონფერენციას-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“  ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს. ხადურის თქმით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  საქართველოში ეკონომიკის კუთხით განხორციელებული პროცესების საინტერესო და ღრმა ანალიზი წარმოადგინა:

"შევეხეთ პრობლემატურ საკითხებსაც, რომელიც ბიზნესს აქვს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ანგარიში წარადგინა, ეკონომიკის მინისტრმა. მან გააკეთა ძალიან საინტერესო და ღრმა  ანალიზი იმ პროცესების,  რომელიც საქართველოში განხორციელდა, ისაუბრა  პრობლემების გადაწყვეტისაკენ მიმართულ  ნაბიჯებზე და ვფიქრობ,  ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი  იმისათვის, რათა   ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესების თანხვედრა მოხდეს,  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს",-განაცხადა  ნოდარ ხადურმა.

კონფერენცია-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“   ორგანიზაცია "მოქალაქე"-ს, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ორგანიზატორობით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics