|
2025-06-20 14:56:28, 652 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ევროპარლამენტი გადაიქცა ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ
ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ - დარწმუნებული ვარ, არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოში უკონტროლობას, სისხლის დაღვრას და „მაიდნის“ მოწყობას ლობირებენ, თუმცა ვოლსკის განცხადებითვე, ამას „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს. „ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ. საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია აქვთ ჩამოყალიბებული და დღენიადაგ ავრცელებენ ამ მტრულ აქტებს, მათ შორის ამ რეზოლუციების მეშვეობით. როგორ შეიძლება სააკაშვილზე ილაპარაკო როგორც ადამიანზე, რომელიც არის უდანაშაულო, როდესაც უამრავი ოჯახი და კონკრეტული ადამიანები არიან სერიოზულად დაზარალებულები პირადად მისი ქმედების და იმ სადისტური მმართველობის გამო, რომელიც მან შექმნა. კონკრეტული დანაშაულებია ჩადენილი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ჯოხის ჩარტყმაც იყო და პოლიციელზე ხელის გარტყმაც. აქედან გამომდინარე, რას ლობირებენ ეს ადამიანები, კონკრეტული ევროპარლამენტარები წლების განმავლობაში?! იმას, რომ აქ უკონტროლობა იყოს?! იმას, რომ აქ დაიშვას იმ პროცესის განვითარება, რომელიც მათ დაგეგმეს?! - ეს არის სისხლის დაღვრა ქვეყანაში, „მაიდნის“ მოწყობა. რასაკვირველია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. საკმაოდ სერიოზული პროპაგანდისტული რესურსია, რასაც ისინი ატარებენ და ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყენებს. დამთავრდა. სხვა, ამის იქით სცენარი არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში. სწორედ მაგათი ინიცირებულია, მათი წახალისებულია და მათი პროვოკაციაა, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ისე იქცევიან, რომ საქართველოს ზიანი მიაყენონ. სწორედ ამ ხალხის, ვინც დღეს, აგერ, ამ პლაკატებით და ბანერებით გვევლინებიან, ვითომდა დემოკრატიის დამცველებად,“ - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის, აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)