2025-04-11 11:17:35, 568 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისი კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, კამალა ჰარისის ზოგიერთი ახლო მოკავშირე ამბობს, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, დაიწყოს კამპანია 2026 წლის კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
მათივე განცხადებით, წარმატებული კამპანია კამალ ჰარისს საშუალებას მისცემს, დაიკავოს გამორჩეული პოზიცია, საიდანაც შეძლებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს და დემოკრატების პრიორიტეტები დაიცვას.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ მას მნიშვნელოვანი შანსები აქვს გუბერნატორის თანამდებობის დასაკავებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,